უკრაინის შეარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 14 ივნისის ღამეს რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. უწყება ამბობს, რომ მტერმა ზღვიდან და ჰაერიდან გაუშვა ფრთოსანი რაკეტები, ასევე დრონები გამოიყენა.
უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის მიერ გასროლილი 20 რაკეტიდან და უპილოტო თვითმფრინავიდან 12 თავდაცვამ ჩამოაგდო.
საჰაერო ძალების ცნობით, შავი ღვიდან მტერმა 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ოდესის რეგიონის მიმართულებით, საიდანაც 3 ჩამოაგდეს, ერთი კი სამოქალაქო ობექტს მოხვდა.
აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსეთმა 10 “შაჰიდის” ირანული დრონი გაუშვა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინა ამბობს, რომ 9 ჩამოაგდეს.
რუსეთის როსტოვის ოლქიდან მტერმა გაუშვა ექვსი Kh-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა Tu-22M3-ის შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენებიდან. საჰაერო ძალების ცნობით, სამიზნე დონეცკის რეგიონი იყო.