გასულ წელთან შედარებით, იანვარ-აპრილში, 45%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. რუსეთი – 5 925 933 ბოთლი;
2. უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
3. ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი;
4. ჩინეთი – 779 425 ბოთლი;
5. პოლონეთი – 682 522 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 84% (5 925 933), უკრაინა – 70% (1 488 737), ჩინეთი – 58% (779 425), პოლონეთი – 31% (682 522), ლიტვა – 37% (183 636), ყირგიზეთი – 171% (107 646), გერმანია – 23% (104 950), ბელარუსი – 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი – 72% (50 128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს
შემდეგი სტატიაპირველად, პანკისის ხეობის საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო