11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

გასულ წელს საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა [704 713 პირი].

აქედან 240 381 ადამიანი ისეთ ოჯახში ცხოვრობდა, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა და შედეგად 4 წლით ჰქონდათ შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

საქსტატის ცნობითვე, 2024 წელთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 5%-ით გაიზარდა, თუმცა წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობაში დახმარების მიმღებთა წილი. მაგალითად, თუ 2024 წელს დახმარებას მოსახლეობის 18.1% იღებდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 17.9%-მდე შემცირდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე – SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა