გასულ წელს რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან 24%-ით შემცირდა

2023 წელს, რუსეთის წმინდა საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან 24%-ით შემცირდა და 8,82 ტრილიონ რუბლს (99,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირებისა და მილსადენებით გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იტყობინება.

შემცირებამ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გავლენა მოახდინა კრემლის სამხედრო ოპერაციების დაფინანსებაზე უკრაინასთან ომში. ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება ასევე, ახდენს ზეწოლას რუსეთის ბიუჯეტზე – წელს სამხედრო ხარჯები, სავარაუდოდ, 70%-ით გაიზრდება.

სოციალური ხარჯები კი მას შემდეგ გაიზრდება, როცა პრეზიდენტი პუტინი მარტში არჩევნებს მეხუთე ვადით მოიგებს.

Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი 17%-ზე მეტით დაეცა და ბარელი $62,99 ღირს, რაც კვლავ აღემატება G7 ქვეყნების მიერ დაწესებულ $60 ლიმიტს.

აშშ-ს ხაზინის მიერ ამ ლიმიტის უფრო მკაცრმა აღსრულებამ განაპირობა სანქციების დაწესება კომპანიების მიმართ. შესაბამისად, გაფართოვდა ფასების სხვაობა Urals-სა და Brent-ის ნავთობს შორის. გაზის ექსპორტის შემოსავალი 65%-ზე მეტით შემცირდა რუსეთის იმ გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, კრელმა შეწყვიტა მილსადენებით ევროპისთვის ნავთობის მიწოდება.

banner
წინა სტატიაშიპუტინის გეგმები ჩაიშალა: უკრაინამ მიაღწია ომამდელ მარცვლეულის ექსპორტის მოცულობას
შემდეგი სტატია36 წლის ნანა კირტავას საზოგადოების დახმარება სჭირდება