14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 232 ფაქტი გამოავლინა

2025 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 232 ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა 209 პირის მიმართ დაიწყო.

bm.ge-ს ინფორმაციით, გამოვლენილია დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტები.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სსკ-ის 182-ე მუხლით – მითვისება ან გაფლანგვა – გამოძიება 205 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 166 პირის მიმართ დაიწყო.

მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მუხლით კი (სსკ 185-ე მუხლი) გამოძიება სისხლის სამართლის 27 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 43 პირის მიმართ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავის კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე დაიწყონ