დღეს გამთენიისას უკრაინზე მასობრივი საჰაერო-სარაკეტო შეტევა განახორხიელა რუსეთმა—-
ოკუპანტების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა დასავლეთ უკრაინა- ქალაქი რივნოს მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტი აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული.
ოკუპანტებმა რუსებმა გამოიყენეს:
• ფრთოსანი რაკეტა kh-22-ები, გაშვებულ იქნა Ту-22М3-ის ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან;
• ფრთოსანი რაკეტა KH-101-ები, გაშვებული Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან;
• აერობალისტიკური რაკეტები, KH-47 “კინჯალი”- გაშვებული МиГ-31К რაკეტმზიდების მიერ
• რადარსაწინააღმდეგო Х-31П-ები SU-35-ებიდან გაუშვეს, ასევე გამოიყენეს შაჰიდის ტიპის უპილოტო კამიკაძე დრონები
აქტიურად მუშაობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვა, დეტალური მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება.