გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – დაშავდა 2 ადამიანი

“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

69 წლის ქალს დაზიანებები ნაღმის აფეთქების შედეგად სახის არეში აქვს. 49 წლის კაცი კი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის პრობლემის მოგვარების ორ გზას ასახელებს
შემდეგი სტატიაევროკომისიის ანგარიში – 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა