გასულ დღე-ღამეში, რუსეთში 9 სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს

ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთის სამხედრო კომისარიატების დაწვის მცდელობათა გეოგრაფიული არეალი გაფართოებულია.

უფრო კონკრეტულად: ვოლგოგრადის დასახლება როსსოშში, 24 წლის მასწავლებელმა ქალმა “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა ადგილობრივი კომისარიატის შენობას. იგივე მოხდა მოსკოვის ოლქის დასახლება მოჟაისკისში, ოღონდ იქ მასწავლებელი ქალის ასაკი 35 წელი იყო.

ჩელიაბინსკის ოლქის დასახლება კოპეისკში კი 54 წლის ქალმა გამოიყენა “მოლოტოვის კოქტეილი” სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ. იგივე გააკეთა ჩელიაბინსკის ოლქის დასახლება ვერხნეურალსკის მკვიდრმა 34 წლის ქალმა.

კალუგაში კომისარიატის დაწვა 74 წლის პენსიონერმა ქალმა სცადა.

სამხედრო კომისარიატებს ცუდი თვალით შეხედეს და დაწვა მოუნდომეს ასევე სანქტ-პეტერბურგში, ომსკში და ყაზანში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ადრე ტურიზმი იყო ზეიმი, ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი, მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს​
შემდეგი სტატიავლადიკავკაზში მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტები გადაიდო