“გასცენ პასუხი კითხვებს, რატომ ჩააგდეს მთელი მოსახლეობა შოკში” – “ციანიდის საქმე”

ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ და პროკურატურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომ თითქოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა იყო დაგეგმილი.
დეპუტატის შეფასებით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი საქმიანობის მიმართ არანაირი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს.

”დღეს ჩვენ ვისმენთ პროკურატურიდან უტიფარ განცხადებას, იმის შესახებ, რომ თურმე გამოძიება არა თუ პატრიარქზე, არამედ არც ერთი სასულიერო პირზე თავდასხმას არ ეხება. გასცენ პასუხი კითხვებს, რატომ ჩააგდეს მთელი მოსახლეობა შოკში, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა, რისი გადაფარვა უნდოდათ ამით და რატომ ერევიან უხეშად ეკლესიის საქმიანობაში და დღემდე რატომ არ აქვეყნებენ ჩანაწერებს, რომლის არსებობის თაობაზეც საუბრობენ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Foto) ტექნიკური უნივერსიტეტი გამოფენით „ექსპო-ჯორჯიაში“
შემდეგი სტატია(video) პრემიერ-მინისტრი პატრიარქის მოსანახულებლად მივიდა