გასარუჯად ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული, ქალი კი ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა

ლეღვის ნახარშის გამოყენებით რუჯის მისაღებად დამწვრობის ცენტრს დღეს ორმა პირმა მიმართა. როგორც  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხდა, ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვარი ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა, 26 წლის ქალმა ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე სახლში გაეწერა. 23 წლის მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

„26 წლის ქალბატონსაც აუცილებლად სჭირდებოდა სტაციონარული მკურნალობა, თუმცა მან უარი განაცხადა და თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ მე–2 და მე–3 ხარისხის ქიმიური დამწვრობები აღენიშნებათ, რომელიც რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიიღეს. წელს სულ ლეღვის ნახარშის გამოყენების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი შემთხვევა რუჯის მიღების მიზნით, ხოლო „სამკურნალო თვალსაზრისით“ – ერთი. ერთ–ერთ ქალბატონს მოატყუეს, სახსრები აწუხებდა და ლეღვის ნახარშის საფენების გაკეთება ურჩიეს“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა სამეგრელოში – ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა
შემდეგი სტატიაზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამოჩენის გამო, საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა