“გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია”

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილმა კომპანიამ, „ნევერლენდმა“, გლდანის პარკში არაერთხელ გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

“ამ სფეროში მხოლოდ თბილისში 100-მდე კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი 200-მდე, სადაც საშუალოდ 20 ადამიანია ერთ კომპანიაში დასაქმებული. თბილისის მასშტაბით საუბარია 3,000 ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენაზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – 10,000-ადამიანამდე.

მაშინ, როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი – მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა.შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ
შემდეგი სტატიაკობა კობალაძის შვილს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა