გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო ტერორისტული აქტის ადრესატი – კობახიძე ვარჰეის გაფრთხილებაზე

ირაკლი კობახიძემ გადათქვა – ქვეყნის პრემიერი დღეს უკვე ამბობს, რომ როდესაც ევროკომისარმა ვარჰეიმ დაურეკა, გააფრთხილა არა მისი არამედ ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მანამდე კობახიძე ცხადად ამბობდა, რომ საქმე მას ეხებოდა.

“მოგეხსენებათ, რა დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი და გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთთან დაკავშირებით, აქ არი იყო საუბარი კონკრეტულ პოლიტიკოსზე, ეს იყო ზოგფადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უდნა, გასაკვირი არ არის, როდესაც ლაპარაკია ჩვენი ქვეყნსი არაკეთილმოსურნეებზე, მათთვსი ადრესატი არის ბიძნა ივანიშვილი, რადგნა პირველ რიგში ივანიშვილი არის ამ ქვეყანში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩმა შალვა პაპუაშვილი ტყუილში ამხილა
შემდეგი სტატიაკობახიძე – დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%