“გასაჯაროვდება აუდიო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ”

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ განზრახ, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

„დღეს მოხდა ბრალის დაზუსტება. ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ დადგენილი გვქონდა მოტივი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით გასაჯაროებისგან. დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების შესაბამისად.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, ესაა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ესაა აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც მოტივის, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.

ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე დავალებებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად არის ასახული“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყება აღნიშნულ მასალებს უახლოებს მომავალში გაასაჯაროებს.

banner
წინა სტატიაში“ომბუდსმენის განცხადებამ დაადასტურა, რომ ციხეს მართავს ე.წ. შავი სამყარო”
შემდეგი სტატიაგელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დღეს იგეგმება