გასაჯაროვდა კენედის მკვლელობის საინტერესო დეტალი, რომელიც “კგბ”–ს უკავშირდება

ჯონ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი პრეზიდენტზე თავდასხმამდე ორი თვით ადრე “კგბ”–ს თანამშრომელს ესაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია ერთ–ერთ დოკუმენტში, რომელიც ადრე გასაიდუმლოებული იყო. ამ ინფორმაციას შეიცავს აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სამმმართველოს ანგარიში, რომელიც თარიღდება 1963 წლის 23 ნოემბრით. ანგარიშის თემაა: “ ლი ოსვალდის კონტაქტი საბჭოთა კგბ–ს მკვლელობის დეპარტამენტის თანამშრომელთან”.

1963 წლის 28 სექტემბერს ოსვალდი იმყოფებოდა მეხიკოში საბჭოთა საელჩოში (კენედის მკვლელობამდე თითქმის ორი თვით ადრე) და ჰქონდა საუბარი კოსნულთან ვალერი კოსტიკოვთან. ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის ცნობილი გახდა სატელეფონო საუბრის ფარულად მოსმენის შემდეგ. ოსვალდმა კვლავ დარეკა საელჩოში 1 ოქტომბერს, დაასახელა თავისი სახელი და საუბრობდა დამტვრეული რუსულით. საელჩოში ტელეფონთან “მცველი” მივიდა. სატელეფონო საუბარში ოსვალდმა მუყვა მისი ადრინდელი ვიზიტის და კოსტიკოვთან კონტაქტის შესახებ. მან ასევე ჰკითხა “მცველს” – არის თუ არა რაიმე სიახლე “ვაშინგტონის დეპეშასთან დაკავშირებით”. “მცველმა” უპასუხა, რომ “მოთხოვნა გაგზავნილია”.დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაზვერვის ფედერალური ბიურო ვარაუდობს, რომ ოსვალდი საბჭოთა კავშირს დახმარებას სთხოვდა აშშ–ს პასპორტის ან ვიზის აღების საქმეში.
“ დადგინდა, რომ კონსული არის კგბ–ს თანამშრომელი”. იგი იყო ოპერატიული მუშაკი, ჩართული იყო ოპერაციაში, რომელიც, როგორც სჩანს, სპონსირებული იყო კგბ–ს მე–13 სამმართველოს მიერ (ევალებოდა საბოტაჟის მოწყობა და მკვლელობები)”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კოსტიკოვი ცნობილი იყო აშშ–ს სპეცსამსახურებისთვის. იგი და, აგრეთვე, მე–13 სამმართველოს კიდევ ერთი თანამშრომელი ოლეგ ბრიკინი, დოკუმენტში ოპერაციის კურატორებად მოისხენებიან. ამ ოპერაციაში მათ ჩართეს ევროპაში გადაბირებული ოკლაჰომას შტატში მცხოვრები გერმანელი. მათი კონტაქტები ამტკიცებენ, რომ ისინი ორივე კგბ–ს თანამშრომლები იყვნენ და მე–13 სამმართველოში მუშაობდნენ.

“რა თქმა უნდა, ძალიან უჩვეულოა, როდესაც კგბ–ს აგენტი (საუბარია კოსტიკოვზე, რედ.) ასეთ მგძნობიარე დავალებას ასრულებს და გააჩნია ასეთი აშკარა კონტაქტი საბჭოთა საელჩოსთან”, – აღნიშნულია ანგარიშში. ამავე დროს ანგარიშის ავტორი შეხსენებას აკეთებს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს აქვს საბჭოთა საიდუმლო დოკუმენტები სამხედრო დაზვერვის დოქტრინასთან დაკავშირებით. შესაბამისად ირკვევა, რომ “კგბ–ს თანამშრომელთა მოძებნა შეიძლება სსრკ–ს ოფიციალურ წარმომადგენლობებში”.
დოკუმენტები კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ეროვნული საარქივო სამმართველოს ბაზაში. სულ განთავსებულია 2891 დოკუმენტი. მათი ნაწილი გასაიდუმლოებულია კვლავინდებურად. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, ჯონ კენედი იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ 1963 წლის 22 ნოემბერს. მის მკვლელად დასახელდა აშშ–ს სამხედრო ძალების ყოფილი წარმომადგენელი ლი ჰარვი ოსვალდი. თავად ოსვალდი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სიცოცხლეს გამოასალმა ღამის კლუბის მეპატრონემ ჯეკ რუბიმ. მკვლელობის მომენტში მას პოლიცია ციხეში წასაყვანად ავტომანქანაში სვამდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ რეზოლუციას კახა მიქაია ეხმიანება
შემდეგი სტატია“ქვეყანას, რომელიც ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასეთი მოუწესრიგებლობა არ ეკადრებაო”