გარუსებული ქართველი გენერლის საიდუმლო ვიზიტი ქვემო ქართლში

sssr (1)პოლიტიკური სერობა ქელეხში

აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ბოლო დროს საქართველოში პრორუსული განწყობები მზარდია და ამის თაობაზე, რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანთა მოხსენებაშიც იყო ლაპარაკი. ამასთან ერთად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლი ყვლაფერს გააკეთებს, რათა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისდამი, მინიმუმ, ლოალუარდ განწყობილმა პოლიტიკურმა ჯგუფბემა საარჩევნო ბარიერის გადალახვა მოახერხონ და დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში ისეთი ფრაქციებია ან ფრაქცია შეიქმნას, რომელიც უმაღლესი ტრიბუნიდან რუსული პოლიტიკის კულტივირებას მოახდენს.

ზოგადად, გახსნილად არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აფისქირებს, რომ რუსეთუმეა, მაგრამ თავისი მოქმედებებითა და განცხადებებით წყალს ასხამს რუსულ წისქვილზე. ამასთან, როგორც „თაიმერის“ ინფორმატორები ამბობენ, თითქმის ყველა, ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრეა, აპრიორი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მხარს რუსეთის კოლონიზატორულ პოლიტიკას უჭერს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების და იგივე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღგენის ერთადერთი რეალური გზა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მარტო ევროატლანტიკური სივრცე და ნატოა.

„მას მერე, რაც საარჩევნო კამპანია ოფიციაურად გამოცხადდება, პირადად მე, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდეს და პროდასავლურ იდეებზე გაცილებით სერიოზული იერიშის იქნას მიტანილი,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელიც საუბარზე ამჯერადაც იმ მოთხოვნით დაგვთახმდა, თუ მის ვინაობას არ გავასაჯაროებთ.

„ჩემი სახელი და გვარი რომ გითხრათ, განა, რამის მეშინია, ან რამე დაშავდება, მაგრამ გავიშიფრები. შესაბამისად, საინფორმაციო არხები ჩამეკეტება. არადა, მე ვფქირობ, რომ იმ გეგმების შესახებ, რაც არსებობს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ და ამას ყველა გამოკითხვათც მოწმობს, რომ ჩვენი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას რუსულ სივრცეში დაბრუნება არ უნდა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პრორუსული იდეოლოგია თუ არ დამარცხდება, წელში გადატყდეს,“ – ამბობს ჩვენი წყარო და „თაიმერს“ ერთი, ჩვენი აზრით, საინტერესო ვიზიტის შესახებ უყვება.

„რასაც ახლა გეტყვით, ამის შესახებ არც მედიასაშუალებებში თქმულა და არც იმ პოლიტიკოსებს ულაპარაკიათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის მიუხედავად, „ბაბა“ უნდა დავუძახოთ. ამ ამბავზე ღიად ლაპარაკი, ალბათ, არავის ინტერესში არ შედის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ყელში ამოვიდა და პირადად მე, გაჩუმებას აღარ ვაპირებ.

მოგეხსენებათ, რუსეთში ბევრი ქართველი ყოფილი მაღალჩნოსანია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველას რამე კავშირი და შეხება აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ზოგი, საერთოდ, აპოლიტიკურად ცხოვრობს და თავის მცირე ბიზნესს აწარმოებს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე იმყოფებოდნენ და თავის დროზე პოლიტიკაში თუ თანამდებობაზე სწორედ ასე მოხვდნენ.

ამას გარდა, იმასაც გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის დროს, როცა 15 რესპუბლიკას „ერთიანი და დიადი“ სამშობლო გვქონდა, ბევრმა ქართველმა კარიერა რუსულ სპეცსამსახურში და ჯარში გაიკეთა. აქედან არაერთი გენერალი გახდა ან სხვა მაღალი სამხედრო ჩინი მიიღო. მათ, კარგად გამიგეთ, ქართული მხოლოდ გვარებიღა აქვთ, რადგან მთელი ცხოვრება რუსული იდეოლოგიის ქვეშ რომ გატარებ, გინდა თუ არ გინდა, შენც რუსულად აზრვნებას დაიწყებ.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი ასეთი ქართული წარმოშობის რუსი გენერალი საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში იმყოფებოდა. ამ ადამანის სახელიც ვიცი და გვარიც და შემიძლია, გითხრათ კიდეც, მაგრამ მის შესახებ საქართველოში მარტო ვიწრო წრეებმა იციან და, შესაბამისად, მისი ვინაობა თქვენ არაფერს მოგცემთ. ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო – ქართული წარმოშობის გენერალი თავის ისტორიულ სამშბლოში შორეული ნათესავის გასვენებაში ჩამოვიდა, თუმცა როგორც მე შევატყვე, ნათესავის გარდაცვალება მიზეზი იყო. სინამდვილეში კი, ის იმ ხალხს შეხვდა, ვისთანაც ურთერთობა ბევრი წლის მანძილზე აქვს, ან ახლა აპირებს გარკვეული კავშირის დამყარებას. ამ „ქელეხური შეხვედრის“ დეტალები არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარუსებული ქართველი სამხედროსგან ვიღაცებმა გარკვეული დავალებები მიიღეს. არ ვამმბობ, რომ ამ დავალებებში რამე არაკანონიერია, მაგრამ ალბათ, იმაზე იქნებოდა ლაპარაკი, თუ როგორ უდა გაძლიერდეს საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ს და ნატო-ს გინება და როგორ უნდა მოხდეს ხალხში იმ აზრის კულტივირება, რომ რუსეთი უფროსი ძმაა, რომ რუსეთმა ტერიტორიები მარტო იმიტომ წაგვართვა, რომ ჩვენ ცუდად მოვიქეცით და თუ გვინდა, რომ ისევ ბედნიერად ვიცხოვროთ, „ერთამძლე კავშირი ძმური“, ანუ მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს და ხალხმა საქართველოს ევრზიულ კავშირში გაწევრიანება თუნდაც რეფერენდუმით მოითხოვოს.

ისე, თუ ძალიან ჩამაცივდებით, ამ გარუსებული ქართველი გენერლის გვარის ინიციალს გეტყვით – მისი გვარი ქ-ზე იწყება და იმასაც დავძენ, რომ ამ ადამიანს კავშირები არც იგორ გიორგაძესთან აქვს და არც აქამდე „ნაციონალებისგან“ „ბუად“ გამოცხადებულ რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველებთან. ზოგადად, იმის თქმაც შემიძლია, რომ იგივე გიორგაძესა და რუსეთში მყოფ სხვა ქართველებს ურთიერთობა მანცდამაინც არ აქვთ, ანუ ისინი რუსული სპეცსამსახურების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან. საქართველოშიც ასეა: ე.წ. პრორუსულ ძალებს მოსკოვში კავშირი ერთიდაიგივე „პატრონთან“ არ აქვთ, თუმცა საბოლოო ჯამში, მათი საერთო „კრიშა“ კრემლია, რომელიც ამ პატარ-პატარა რუსეეთმეებს აკვირდება და გადამწყვეტ მომენტში „სტავკას“ რომელზე დადებს, არავინ იცის,“ – აღანიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც აუცილებალდ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩმოვყალიბდეთ, რუსული პროპაგანდა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს.

„ახლა, შეიძლება, ვინმე გამომიხტეს და მითხრას, ეს რა დემოკრატია იქნებაო, მაგრამ ჩვენ, მარტო ქართველებმა კი არა, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის წარმოამდგენელმა, ანუ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიგოთ და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი, დღევანდელი მონაცემებით, ოკუპანტი სახელმწიფოა. აგვისტოს ომის პროვოცირება, კი ბატონო, შეიძლება, მიშას კისერზეა, მაგრამ რა, აფხაზეთში და სამაჩაბლოშიც თავის დროზე ომის პროვოცირება მიშამ მოახდინა? აი, ზუსტად მაშინ დავუშვით შეცდომა, რომ მსოფლიოს არ გავაგებინეთ, რომ ეს აფხაზებისა და ქართველების, ან ქართველებისა და ოსების შეიარაღებული დაპირისპირება კი არ იყო, არამედ, ეს იყო საქართველოს ტიპური ანექსია და ოკუპაცია. ახლა, როგროც იტყვიან, თითზე კბენა გვიანია, მაგრამ გამოსწორება, ჭკვიანურად თუ მოვიქცევით, ყველაფრის შეიძლება. პირველ რიგში კი, ხალხს თვალი იმით არ უნდა ავუხვიოთ, აი, რუსული ბაზარი გაიხნება და ცხოვრება უკეთესი გახდებაო. ხალხს ის უნდა გავაგებინოთ, რომ ზაფხულიდან ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვექნება და ეს ჩვენი ეკონომიკისთვის იმაზე ათჯერ და, შეიძლება, ასჯერ უკეთესიც იყოს, ვიდრე რუსული ბაზარია,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

 

banner
წინა სტატიაში“თუ პოლიტიკურ ძალას 2-3%-იანი მხარდამჭერთა რაოდენობა არ ჰყავს, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა