აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გაგზავნაზე გადაწყვეტილება “გარკვეულწილად, თითქმის” მიიღო, თუმცა ჯერ იკითხავს, თუ სად აპირებს უკრაინა მათ გამოყენებას.
“ვფიქრობ, მინდა გავარკვიო, რას აპირებენ მათი გამოყენებით – სად გზავნიან მათ” – განმარტა მან.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, მას არ სურს, რომ “ესკალაცია იხილოს”.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.

















