“გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ძალიან – ძალიან მაღალ ციფრებზე”

„სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ძალიან – ძალიან მაღალ ციფრებზე. მთავარია, რომ სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ არც რადიკალურად უმჯობესდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მცირედით, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ხარჯზე, იმუნიზაციის მაჩვენებელმა მოიმატა, თუმცა ეს არაა საკმარისი.

„დღეს პირველადაა, რომ 7, 14 დღეების დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცილდა, რეპროდუქციის ინდექსი 1-ის ქვემოთ ნარჩუნდება, ანუ, ქვეყანაში, გავრცელების ტემპი არ იმატებს, მაგრამ დღეისთვის არსებული 3 333 შემთხვევა და 56 გარდაცვალება ძალიან ბევრია საქართველოსთვის, გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენს ე.წ. ზღვრულ ინდიკატორს ორჯერ აჭარბებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წინა სტატიაშიიურისტების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს: გამოიყენეთ ისტორიული შანსი და დადექით სწორ მხარეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ვნახოთ, როგორ იმუშავებს ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ინიციატივა, ამის მიხედვით, შეიძლება, არეალის გაფართოებაზე ვიფიქროთ