5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

“გარკვეულ პროდუქტებზე ჩვენთან ფასები 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში” – “ორი ნაბიჯი”

“ორი ნაბიჯის” გენერალური დირექტორის არჩილ მელიქიძის განცხადებით,  გარკვეულ პროდუქტებზე ჩვენთან ფასები 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. ამის შესახებ არჩილ მელიქიძემ პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ ჩაატარა სწრაფი მოკვლევა, სადაც „ორ ნაბიჯში“ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე არსებული ფასები საფრანგეთის ფასებს შეადარა.

„ჩვენ ორგანიზებული ბაზრის 20% გვიჭირავს, რომელიც თავისთავად, 40%-ია საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობის სრული ბაზრის. ჩვენ, ყველაზე დიდ ქსელს გვაქვს 8%. როგორც ცალკე აღებული ქსელი, ყველაზე დიდი მოთამაშე ვართ. ჯამურად, “დეილი ჯგუფი“ ჩვენზე დიდია, უბრალოდ, ისინი რამდენიმე სხვა ქსელს აერთიანებენ. გასულ წელს, ბრუნვა 2 მლრდ ლარამდე გვქონდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს დარგი ჯერ კიდევ ძალიან ფრაგმენტულია. ჩვენც კი, ყველაზე მსხვილ ქსელს, გვაქვს მხოლო 8%, რაც ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც დიდი გავლენა გასაყიდ ფასებზე არ გვაქვს. ამას ბაზარი აწესებს და ჩვენც მივყვებით.

სიცხადე მინდა შემოვიტანო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენთან ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. ამ კვლევის მხოლოდ ჯამური რიცხვები ვნახეთ, დეტალები არ გვინახავს, რა რას შედარდა და ა.შ. ამიტომ, გავაკეთეთ ჩვენი სწრაფი მოკვლევა, 12 მარტის მდგომარეობით. საფრანგეთი ავიღეთ, რადგან რატომღაც, ფრანგებს ვდარდებით. აქ საუბარია ზოგიერთ წამყვან, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, რომელიც არ არის ბრენდული. მაგალითად, მზესუმზირის ზეთი, ლიტრიან ბოთლში, დაფასოებული, ჩვენთან იყო 4.50 ლარი, ყველაზე იაფად საფრანგეთს ჰქონდა „კარფურში“, ღირდა 1.75 ევრო, რაც არის 5.50 ლარი ანუ ჩვენზე ლარით უფრო ძვირი. 1 კგ ბანანი ჩვენთან 3.90 ლარი ღირს, ყველაზე იაფად საფრანგეთში ჰქონდა „ოშანს“, 3.19 ევროდ. აღებული მაქვს ასევე თეთრი ბრინჯი, პური, შაქარი – ყველაფერ ამაზე ჩვენთან ფასები 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში.

ეს ეხება არაბრენდულ პროდუქტებს, სიტუაცია მკვეთრად იცვლება, როცა ბრენდულ პროდუქტებს ვეხებით“, – განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ფარულავა: “ლელოს” პოზიციას მკაფიოობა სჭირდება
შემდეგი სტატია“ზვავსაშიშროების დონე მაღალია, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა”