“გარკვეულ დროს მივცემ, რომ ამ დროში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას” – სარალიძე პანკისში აქციას შეუერთდება

პანკისში დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარების მოთხოვნით გაიმართება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდება.
სარალიძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მასთან შეხვედრას მოითხოვს. აქციების გაგრძელების საკითხი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.
„ხელისუფლება არ გვყავს, როგორც კი დაინიშნება, როგორც ამბობენ ბახტაძეს ნიშნავენ პრემიერ-მინისტრად, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, შევხვდები, გავესაუბრები, პასუხისმგებლობას თუ აიღებს თავის თავზე. გარკვეულ დროს მივცემ, რომ ამ დროში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და მოვთხოვ იმას, რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები პრემიერ-მინისტრისგან,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთი თვე ვერ ვპოულობდით სად იყო… “ – კაბუს ოჯახი საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“დაისაჯოს გომელაური და გოგაშვილი” – მაჩალიკაშვილების მხარდამჭერი აქცია პანკისში