15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ- პოლიციამ 1 პირი დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი x City Mall – დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა – უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს