გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი – მეუფე სპირიდონი პრაიდზე

სიძულვილისა და ჰომოფობიური გამონათქვამებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი “თბილისი პრაიდს” კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ამბობს, რომ “ქუდზე კაცი უნდა გავიდეს” რომ ღონისძიება არ ჩატარდეს.

მან როგორც მღვდელმთავარმა ყველას მოუწოდა ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლება არ მისცენ.

“ვიღაც ბოდიში და სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, რომ არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ.

ამიტომ, მე პირადად, როგორც მღვდელმთავარი, როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ ღვთისრისხვას, გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი”, – თქვა მეუფე სპირიდონმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატიააშშ-ის სამხედრო ავიაციამ სირიასა და ერაყში ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბა