გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ ცნეს

გარიგებული თამაშების საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე შორენა გუნცაძემ დააკმაყოფილა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

ბრალდებულების, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების – ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების აღიარების შემდეგ პროკურორმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და ზაზა მაჩალაძე 6-თვიან სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, რის შემდეგაც 1 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ.

გარდა ამისა, სამივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრებათ. რაც შეეხებათ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ისინი 2 წლიან პირობით მსჯავრს მოიხდიან და 5 ათას ლარიან ჯარიმას გადაიხდიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშიფადი ასლი: ხელისუფლების მიმართ ომეგა ჯგუფის პრეტენზიები სასაცილოა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა