გარევაჭრობა პარკებში – “უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული”

დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს სკვერებში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება და სპეციალური ჯიხურების მოწყობა დაავალა. კახა კალაძის თქმით, პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ საქმიანობთ დაკავებული არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მისი თქმით, პარკებში უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილები, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება და არამალფუჭებადი საქონელი გაიყიდება.
„ვფიქრობ, ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ასევე ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს, რომ ყველაფერი გააკეთეთ და ძალიან მოკლე დროში ამ ადამიანებს მივცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. გააკეთეთ ყველაფერი, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული. გამოყავით ადგილები ,დავუდგათ პატარა, ლამაზი ჯიხურები, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში მათთვის, ვინც პარკში დასასვნებელად შედის, ასევე ბავშვებისთვის. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და მათთვის თითოეულ თეთრს და ლარს აქვს უდიდესი მნიშვნელობა“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : დავარქვათ დროებითი თუ გარდამავალი მთავრობა, ამ შემადგენლობას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება
შემდეგი სტატიათბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად კახა კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს