გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას – სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

ამ კონფერენციის გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სალომე სამადაშვილმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოპოზიციის ლიდერმა მაღალი რანგის შეხვედრაზე დემონსტრანტების პროტესტის მიზეზები განმარტა და უცხოელ დიპლომატებს მათი მოთხოვნები გააცნო.

სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მთავრობა ოპონენტების დევნას განაგრძობს, ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა იქნება.

„ ამ კონფერენციის გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას, ვინაიდან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში სამთავრობო ძალებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა და მთელი რიგი სხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებდა ძალადობრივ გადატრიალებას. ასე აფასებენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლის საფუძველიც გახდა ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა. თუკი მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვევა იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის,“- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არ ღირს სიტუაციის გართულება და განსხვავების ძიება იქ, სადაც განსხვავებები არ არის” – თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატიაკლაუდია როთი – „იქნება სამართალდამცველების ქმედებების მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება, მაგრამ უნდა იყოს მეტი გარანტია და არა კომპრომისი – ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის“