გარესამყაროსგან მოწყვეტილ თუშეთში სიტუაცია მძიმდება

24 სექტემბერს თუშეთი გარესანყაროს მოსწყდა. ძლიერი წვიმების შედეგად მიწა და კლდოვანი მასა ჩამოიშალა და რამდენიმე მონაკვეთზე გზა ჩაწყვიტა. აქ გავლა ფეხითაც შეუძლებელია.

ამ პერიოდში, თუშეთიდან ზამთრის საძოვრებზე ჩამოჰყავთ თუშეთიდან ცხვარი და საქონელი. გზა მალე თუ არ გაიხსნა, შეიძლება თოვლი მოვიდეს და საქონელი სიცივით და შიმშილით დაიხოცოს.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

“გაივსო ომალოს ვაკეები ცხვრითა და საქონლით. ბარში მიმავალ მწყემსებს გზა დაკეტილი დახვდათ. არც იმას ეუბნებიან, როდის გაიხსნება გზა. ბილიკი მაინც გაუჭრან, თორემ ცოტა ხანში ბალახი აღარ დარჩება, რომ ცხვარმა და საქონელმა მოძოვოს,” განაცხადა “თაიმერთან” საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა სოსო ბაბულაიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 659 თბილისში გამოვლინდა, 363 იმერეთში, 286 კახეთში
შემდეგი სტატიააჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა