გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტის გამგეობების შენობაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის განხილვის მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასმათავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებთან ორწლიანი მუშაობის შემდეგ, შეიმუშავა კანონპროექტის – „გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი“ სამუშაო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას არსებულ კანონმდებლობაში და ახალი რეგულაციების შემოტანას.

CENN გერმანული ფონდის Bread for the World ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს რეგიონულ პროექტს ,,გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში”, რომლის ფარგლებში, სამ მუნიციპალიტეტში ბოლნისში, ტყიბულსა და ჭიათურაში გაიმართება გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის საჯარო განხილვები.

კოდექსის განხილვაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა, გარემოსდაცვითმა ექსპერტებმა და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

რეგიონებში ღია განხილვების მოწყობის მიზანია დაჩქარდეს კოდექსის საპარლამენტო განხილვა და შემდგომში არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი სამთო-მოპოვებითი მრეწველობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდია სამთო-მოპოვებითი მრეწველობის თანამედროვე და სამომავლო ეკონომიკური ზემოქმედების რისკი ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკურ გარემოზე. უარყოფითი ზემოქმედების რისკები დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან, წიაღისეულის მოპოვების არეალის გარშემო – სხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობების (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვ.) განხორციელების შეზღუდვასთან, რელიეფის დეგრადაციასთან, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებასთან, ფლორისა და ფაუნის მნიშვნელოვანი სახეობების განადგურებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებასთან ან განადგურებასთან და სხვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიახულოში ზვავი, შუახევში კი – მეწყერი ჩამოწვა