გარემოვაჭრეებს პიროტექნიკა ჩამოართვეს და დააჯარიმეს – კალაძის უწყების ოპერაცია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, საპატრულო პოლიციასთან ერთად, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გამოავლინა პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტები და განახორციელა შესაბამისი რეაგირება.
ღონისძიების ფარგლებში, დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დაჯარიმდნენ და მოხდა პროდუქციის კონფისკაცია.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;
კანონდარღვევაზე მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება;
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან.
banner
წინა სტატიაშიქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი 11 მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა კიდევ 3 000 ლარით დააჯარიმა – ჯარიმების ჯამური ოდენობა 140 000 ლარს შეადგენს