25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს სავარაუდო თაღლითურ SMS შეტყობინებებზე აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს სავარაუდო თაღლითურ SMS შეტყობინებებზე აფრთხილებს.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა.

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა.
19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.
 შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი – https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.
 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: გვარამია ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს იმ წარსულის გამო, რაც ქვეყანაში იყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ სიმართლის აღიარების პირობებში