გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დაკავებულია ბრაკონიერი, რომელმაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ბესო შუბითიძეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ესროლა.

ბესო შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არა აქვს და დღეს კლინიკას დატოვებს.

შუბითიძეს გუშინ გურჯაანის სოფელ კარდენახთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრაკონიერმა იმ დროს ესროლა, როცა მდინარე ალაზნის მიმდებარედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

საქმეზე გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ კბილაშვილის “კავშირები” და ზეგავლენა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე
შემდეგი სტატიანატოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოში ჩამოვა