გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე კახეთში მოსახლეობას შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც თელავში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამინისტროს ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირება დაიწყო. 5 სოფელში – წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში ნარჩენების სეპარირებისათვის განკუთვნილი სპეციალური ურნები დაიდგა, სადაც მოხდება პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების მუნიციპალური ნარჩენებიდან გამოცალკევება. სეპარირებული ნარჩენები განთავსებული იქნება შესაბამის საწყობში და შემდგომ მათი გატანა და გადამუშავება მოხდება კერძო სექტორის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ორ სამიზნე რეგიონში: კახეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, ადგილობრივი ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების დახმარებას ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე 10 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია