გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი

gigla_agulashviliგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “რესპუბლიკური პარტია” და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს “რესპუბლიკურ პარტიასთან”, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში”, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბოდიში “გადამიხდია” ბატონო ნარმანია!
შემდეგი სტატიაიტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა