20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
შემდეგი სტატიაპენტაგონი: ომის დეპარტამენტმა ევროპაში განლაგებული საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე შეამცირა