გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 აპრილს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ასევე, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე – კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დიდი ბრიტანეთის გრანტის გამოყენება მონიტორინგისთვის კარგი იქნება
შემდეგი სტატიაქალაქ თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა