9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

“3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივიტალი კლიჩკო: ქალაქის მრავალბინიან სახლებში გათბობის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
შემდეგი სტატია“თაიმერის” ექსკლუზივი – ორშაბათს სტუ-სა და განთლების სამინისტროს შორის შეხვედრა გაიმართება