17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

“7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,- წერს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაათენის მახლობლად ბერძნული F-4-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა