25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.

„15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივაკის კორტებთან მოკლული ბიზნესმენის ოჯახი, ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა
შემდეგი სტატია“მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან”- რუსეთის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა