20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექი და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშიანზორ მელია მიხეილ სააკაშვილზე: მამაშვილურ რჩევას მივცემ- გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის
შემდეგი სტატია“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება  – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია