გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების თანახმად, ბათუმში დაფიქსირებული ნალექის რაოდენობა სექტემბრის თვისთვის უპრეცედენტოა.
“19 სექტემბერს დღეღამის განმავლობაში 20 სექტმებრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.
ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის – 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.















