14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო: 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,– ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს.

მათივე ცნობით, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბესიკ დონაძე: ,,თბილისობა” 3 114 727 ლარი დაგვიჯდება
შემდეგი სტატიაოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა