13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში უამინდობა-ძლიერი ნალექი, ელჭექი და სტიქიური პროცესების რისკი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშინატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო: დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე 5 პირი დააკავეს