გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც გარემოს დაცვის ინფორმაციაშია აღნიშნული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმე ვიყავი დაკავებული და იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი – მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიასულხან სალაძე : “შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მიდის და საუბრობს”