გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. მან უმაღლესი სამეცნიერო სტატუსი საქართველოში აგროეკოსისტემების მდგრადი მართვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

„აღსანიშნავია სოლომონ პავლიაშვილის სამეცნიერო წვლილი გარემოს დაცვის, ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების, ცირკულარული მოდელების დანერგვის, ორგანული სოფლის მეურნეობის, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის, წარმოების აგროსატრანსპორტო მომსახურების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სწრაფად და უდანაკარგოდ გადაზიდვის და საქართველოს აგროსატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანობის ამაღლების მეცნიერული საკითხების დამუშავებაში, ცირკულარული მოდელების კვლევისა და დანერგვის საქმეში“ – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოლომონ პავლიაშვილი 1982 წლიდან ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში. ის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. მას, როგორც ახალგაზრდა დოქტორს, 1999 წელს, პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია მიენიჭა; 2019 წელს, სოლომონ პავლიაშვილმა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის პრემია მიიღო.

მინისტრის მოადგილე 12 მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია მაკროეკონომიკის, მეზო და მიკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ეკოლოგიის, აგროეკოსისტემების მდგრადობის, საქართველოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, მუშაობს სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ – მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება