გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2017 15:30

გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

მნიშვნელოვანი

  • გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

სხვა სტატიები

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თემაზე „საქართველოს სატყეო სექტორში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ საჯარო ლექცია გამართა და ტყის ეროვნული, რეგიონული და გლობალური დონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება ტყეების მართვაში ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ტყის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები, პრობლემები და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სოლომონ პავლიაშვილმა, სტუდენტებთან ერთად, დისკუსია გაიმართა ისეთ აქტიურ საკითხებზე, როგორიცაა: მოსახლეობის დამოკიდებულება ტყის რესურსებზე, მერქნის ათვისების პრაქტიკა, არალეგალური ჭრა და მერქნის ბაზარი, ტყეში მომუშავე პერსონალის სახიფათო გარემო და სხვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2017 15:30