გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 28, 2017 19:36

გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

ლიტვის რესპუბლიკაში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში პირველი ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის პირველი მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრ კესტუტის ნავიჩკასა და მინისტრის მოადგილე მარტინას ნორბუტასთან. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ლიტვაში საქართველოს სელჩოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.


ვიზიტი მიზნად ისახავს ტყის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა იმსჯელეს ლიტვის სატყეო პოლიტიკაზე, სატყეო მეურნეობის მართვის სტრუქტურაზე, სახელმწიფო ტყეების გენერალური დირექტორატის ფუნქციებსა და საქართველოს სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებზე. პროექტის ფარგლებში ლიტვა/უნგრეთის კოსორციუმთან ქართული მხარე მომდევნო 18 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოხდება ტყის მდგრადი მართვის პრაკტიკის გაზიარება, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი სპეციალისტების შესაძლობლობების გაძლიერება და ტყის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ოფიციალური ვიზიტის ფარლებში დაგეგმილია სატყეო მეურნეობების და დაცული ტერიტორიების მონახულება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 28, 2017 19:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics