გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ უფლებადამცველის განცხადებას უარყოფს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მედიაში დღეს გავრცელდა ერთ-ერთი უფლებადამცველის განცხადება, რომელსაც თან ერთვის ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს მიერ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრისათვის ქონების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკითხის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს განცხადებაში დასახელებულ ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოსთან.

შესაბამისად გარემოს ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„თითქმის მივაღწიეთ მიზანს”- დონალდ ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით