გარეჯის უდაბნოში ახლად აღმოჩენილ გუმბათიან ეკლესიას სააღრიცხვო ნომერი მიენიჭა

გუმბათიანი ეკლესიის შესახებ შედგა სააღრიცხვო ბარათი

“2021 წლის 25 აპრილს გარეჯის უდაბნოში სატორგეს კომპლექსში ახლად აღმოჩენილი გუმბათიანი ეკლესიის შესახებ შედგა სააღრიცხვო ბარათი, მიენიჭა სააღრიცხვო ნომერი”, – ამის შესახბე ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი ავრცელებს.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის მიერ 2021 წლის 25 აპრილს გარეჯის უდაბნოში სატორგეს კომპლექსში ახლად აღმოჩენილი გუმბათიანი ეკლესიის შესახებ შედგა სააღრიცხვო ბარათი, მიენიჭა სააღრიცხვო ნომერი და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ექსპედიციის ყველა მონაწილეს.
“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „შეყვარებული ტურისტი ყირამალა” ამ მილებად გადააქცია
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ბეჭებზე დადეს სომეხმა ანტივაქსერებმა ქართველი ანტივაქსერები