6.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

გარეგინ II: ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის განცხადებით, რთულ პერიოდებში ილია II მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას. 

“მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება რწმენის სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო. მისი პატრიარქობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და გამოცოცხლებით. რთულ პერიოდებში პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას,” – აღნიშნავს გარეგინ II.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე: NATO-ს წევრი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზას განიხილავენ
შემდეგი სტატიამეუფე შიო: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება