„გარდიანის“ ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის მიერ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ელჩებმა წარდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ამასთან, გამოცემა ასევე წერს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, რომ მათ ამ დირექტივის შესრულება 2023 წლამდე არ მოუწევთ, მაგრამ ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ ასეთი გეგმაც კი მათთვის მიუღებელია, რადგან ისინი ვერ ხედავენ გეგმას ან გარანტიას, რაც უზრუნველყოფს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ცოტა ხნის წინ აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი მოითხოვს, გამონაკლისის სახით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება მასაც არ მოუწიოს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას გეგმავს – Bloomberg
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა