„გარდიანი“ – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

„გარდიანის“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანმა მიაწოდა, რომლის ვინაობას არ ამხელს.

„გარდიანის“ წყარო ასევე აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ საბრძოლო მოქმედებების დროს 15-დან 20 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა. როგორც ის განმარტავს, უფრო კონკრეტული მონაცემების დადგენა ომის პირობებში შეუძლებელია.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე მათ 31 700 რუსი სამხედრო მოსამსახურის ლიკვიდაცია შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მთავრობა დონეცკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი მებრძოლის სიკვდილით დასჯის განაჩენზე – ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია საქართველოში ჩამოასვენეს