18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

გარდიანი: ჰორმუზის სრუტე შეიძლება, აშშ-ირანის შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნას

„გარდიანი“ იაპონურ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ ჰორმუზის სრუტე შეიძლება, შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნას.

წყაროზე დაყრდნობით გაზეთი იტყობინება, რომ ვაშინგტონი და თეირანი განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, კრიტიკული სავაჭრო გზა შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნება, ამ პერიოდში კი ირანი ამ სრუტეში განაღმვით სამუშაოებს ჩაატარებს.

ამ გზით სარგებლობას კვლავ შეძლებენ გემები თავისუფლად, ხოლო ირანი საფასურის გადახდას აღარ მოითხოვს.

ამავდროულად, ამერიკული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება და ირანული გაყინული აქტივების გათავისუფლება მოხდება, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა 60 დღით გაგრძელდება, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიანავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა